შემოდის თუ არა ამერიკული ყავის მწარმოებელი „სტარბაქსი“ საქართველოში, კვლავ უცნობია. გასულ წელს საუბარი იყო „სტარბაქსის“ ობიექტის „თბილისი მოლში“ გახსნის თაობაზე. სავაჭრო ცენტრი მაღაზიის გახსნას 2018 წლის შემოდგომაზე აანონსებდა, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე აღარ გაიხსნებოდა, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ახლა კი "თბილისი მოლში“ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
საქართველოში მაღაზიის გახსნის გეგმების შესახებ არ საუბრობენ თავად „სტარბაქსის“ ადმინისტრაციაშიც. როგორც bm.ge-ისთვის „სტარბაქსის“ მიერ მიწერილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, ისინი ინფორმაციას, რომელიც კომპანიისთვის საჯარო არაა, ვერ გაავრცელებენ.
„ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ შესანიშნავ ადგილებს, რათა გავხსნათ ჩვენი მაღაზიები. სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ, იმის გარდა, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომია“, - აღნიშნულია წერილში.