მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების განცხადება

შემოქმედებითი ინდუსტრია
03.12.24 16:43
864

    შემოქმედებითი ინდუსტრია ყოველთვის იყო, არის და იქნება თავისუფლების, თანასწორობის და დამოუკიდებლობის ღირებულებებისთვის მებრძოლი სივრცე. ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რასაც დღეს მმართველი პარტია ჩვენს ქვეყანაში ატარებს, ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რისთვისაც წლებია ვიბრძვით, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია და რაც დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით - ეს არის ჩვენი მისწრაფება ვიყოთ ევროპის ნაწილი. საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები ვემიჯნებით საგარეო კურსის ცვლილებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. ვგმობთ მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევას და დაკავებას. მოვითხოვთ დაკავაბულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მათ შორის ჩვენი კოლეგისა და მეგობრის - გიორგი ოკმელაშვილის.
    დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ერთობა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი, რომელიც ევროპაში და ევროატლანტიკურ გაერთიანებაშია!

    “პირველ რიგში, გულწრფელი მადლობა და უდიდესი სიამაყე მინდა გამოვხატო ჩვენი თანამშრომლების, კოლეგებისა და მეგობარი ფრილანსერებისადმი, ვინც დღეს რუსთაველზე დგას და ჩვენი ქვეყნის მომავალს იცავს დასახიჩრების და დაკავების რისკის ფასად. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია არსებული რეჟიმის ქმედებები. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს სადამსჯელო ნადირობა მშვიდობიან ხალხზე და დაისაჯონ დამნაშავეები. ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!” - Leavingstone

    “გვჯერა, რომ ახლა დროა, ყველამ გაიაზროს საკითხის სერიოზულობა და გონებრივი შესაძლებლობები მიმართოს ქვეყნის საჭიროებებისკენ. ესაა ახლა ჩვენთვის ყველაზე საპასუხისმგებლო ბრიფი, რომელიც ყველამ ერთად უნდა ამოვხსნათ. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში და ჩვენც აუცილებლად გვექნება საშუალება, ჩვენი ადამიანური თუ პროფესიული უნარები ახალახალ საფეხურებზე ავიყვანოთ. ამდენი იმისთვის არ გვიშრომია, რომ გაუგონარი რეალობის წინაშე დავდგეთ, მოვხვდეთ საერთაშორისო იზოლაციაში სრულიად დაუცველები და ვემსახუროთ რუსულ საქმეს. ჩვენი თითოეული სიტყვა მოდის გულიდან, ეხმიანება და იმეორებს ჩვენს სააგენტოში დასაქმებული ადამიანების პოზიციასა და ნებას. შეწყდეს უსასტიკესი და უკანონო ძალადობა აქციების მონაწილეთა მიმართ. თავისუფლება აქციებზე უკანონოდ დაპატიმრებულ ადამიანებს. თავისუფლება საქართველოს.” - Redberry


    “ჩვენი დაარსების დღიდან, ჩვენი ყოველი ნაბიჯი და თითოეულ პროექტში ჩადებული შრომა და ძალისხმევა, ინდუსტრიისა და ქვეყნის ევროპასთან, ევროპულ ფასეულობებთან დასაახლოებლად იყო მიმართული. დღეს ამ ენერგიის გამოყენება არა საქმეში, არამედ ქუჩაში, ჯანმრთელობისა და დაჭერის რისკის ფასად გვიწევს. შეუძლებელია, მშვიდად ვუყუროთ იმას, თუ როგორ დგამს ქვეყანა ამხელა ნაბიჯს უკან. ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული, ოკუპანტზე დამოკიდებული ეკონომიკა, შემოქმედებით ინდუსტრიას
    არჩევანის წინაშე აყენებს - მოემსახუროს სრულად რუსულ ან რუსული ინტერესების მატარებელ ადგილობრივ ბიზნესებს ან საერთოდ შეწყვიტოს არსებობა - ამ არჩევანის წინაშე დადგომას, ცხადია, არ ვაპირებთ. მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაათავისუფლონ დაკავებული ადამიანები, ჩვენი მეგობრები და კოლეგები და ჩაინიშნოს არჩევნები, რომელიც დაცული იქნება ყველა შესაძლო ფორმით.” - Windfor's Tbilisi


    განცხადებას უერთდებიან ასოციაციის წევრები:

    1. ABK
    2. Betterfly
    3. Brand Me
    4. Brand Rabbit
    5. Clipart
    6. Creative Culture
    7. FCB Artgroup Tbilisi
    8. GEPRA
    9. Hans & Gruber
    10. Kraken
    11. Leavingstone
    12. Looper Agency
    13. Matter.
    14. Maverik
    15. Mozaika
    16. Ogilvy Georgia
    17. Palindroma
    18. Playmakers
    19. PBD. Agency
    20. Quick
    21. Redberry
    22. Saatchi & Saatchi Tbilisi
    23. Simple Steps
    24. Socialsharks
    25. Starcom Georgia
    26. VAVAVA
    27. Watergunz
    28. Windfor’s

    __
    ACAG - საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია 2015 წელს შეიქმნა და აერთიანებს საქართველოს წამყვან შემოქმედებით სააგენტოებს.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები