ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. ზრდა 2024 წელთან შედარებით 6%-ია. ბოლო 5 წელში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს თუ შევხედავთ ის სულ მზარდია და როგორც გრაფიკაზეც ხედავთ, მაგ. 2024-ში 4.4 მლრდ იყო, 2023-ში 4.1 მლრდ, 2022 წელს 3.5 და 2021-ში მხოლოდ 1.2 მლრდ დოლარი. ყველაზე მეტ შემოსავალს ტრადიციულად რუსეთიდან ვიღებთ და შარშან ეს თანხა 694 მლნ დოლარს აჭარბებდა. მეორე ადგილზეა თურქეთი - 606 მლნ დოლარით, შემდეგ მოდის ისრაელი - 586.3 მლნ დოლარით. თუ რუსეთთან და თურქეთთან მიმართებით 2024 წელთან შედარებით 2025-ში კლება იყო, ისრაელის შემთხვევაში პირიქით 34%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი 223 მლნ დოლარით, წლიური ზრდა შემოსავლებში 33%-ს შეადგენს. ხუთეულს კი 169.5 მლნ დოლარით სომხეთი ასრულებს, სადაც ასევე მზარდი მაჩვენებლები გვაქვს. რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს (დიდ ბრიტანეთის ჩათვლით), 2025 წელს საქართველომ 660 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რა ვითარებაა ტურიზმის ინდუსტრიაში მაშინ, როცა მონაცემები ზრდას აჩვენებს, ბიზნესი კი შემოსავლების შემცირებაზე საუბრობს?
სტუმრები: ია თაბაგარი - საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ლაშა ბერეკაშვილი - Travel To Georgia-ს დირექტორი; ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი; ნატალია ბახტაძე - საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელი;
კოტე გაბრიჩიძე - საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია, პრეზიდენტი;


































