მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურმა "საქკაბელს“ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიანიჭა

ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი
BM. GE
02.11.23 12:12
230

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ელგუჯა ბერანძემ სს "საქკაბელის“ მმართველ დირექტორს, დავით კაპანაძეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება, ზესტაფონში "საქკაბელის“ ახალი მრავალფუნქციური საწარმოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ; ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება. დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე:
https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1

შეგახსენებთ, რომ სს "საქკაბელთან“ ერთად აღნიშნულ სტატუსს, საქართველოში უკვე 8 კომპანია (შპს „დემასი“, შპს "გოსელინ მობილითი ჯორჯია”, შპს "შარმ ტრეიდინგი”, შპს "ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, სს „შატო მუხრანი“), შპს "ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანიისა“ და შპს "ჰავი ლოჯისტიკსი“) ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები