მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურში AEO-ის სტატუსზე ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა - რამდენ კომპანიას აქვს სტატუსი?

შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზურაბ სიჭინავამ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის გაცნობის მიზნით, ბიზნეს ოპერატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან დაახლოება.

ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ: ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნეს-ოპერატორებს AEO-ს სტატუსის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს და ის საბაჟო შეღავათები გააცნეს, რომლებიც საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვში იწყება საქონლის წარმოების პროცესიდან და სრულდება საბოლოო მიმღებთან მიწოდებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სტატუსს, საქართველოში უკვე 8 კომპანია - სს ,,საქკაბელი“, შპს „დემასი“, შპს ,,გოსელინ მობილითი ჯორჯია”, შპს ,,შარმ ტრეიდინგი”, შპს ,,ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, სს „შატო მუხრანი“, შპს ,,ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და შპს ,,ჰავი ლოჯისტიკსი“ ფლობს.

დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ https://www.rs.ge/LegalEntityAuthorizedPersons?cat=2&tab=1

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები