მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური - პირის მანქანიდან 666 გრამი ოქრო, 2 კგ. ვერცხლი და 44 კგ. ჩილიმის არომატორი ამოვიღეთ

5d692f81b3671
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.19 17:55
1457
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ; 666,12 გრამი ოქროს საიუველირო და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19912.51 ლარი შეადგინა. ამასთან, ავტომობილში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 72 ცალი ჩილიმის არომატორი (წონით 44 კგ) საერთო ღირებულებით 2770 ლარი.

უწყების ინფორმაციით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები