მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემოსავლების სამსახური გაცილებით მძიმე და არასწორ მიდგომებს იყენებს, ვიდრე უწინ"

5ac5c9042c637
BM.GE
05.04.18 11:20
5732
"ანგარიშ-ფაქტურების და სასაქონლო ზედნედებების გაერთიანება და გაერთიანებული დოკუმენტის მეშვეობით საქონლის მიწოდება არ არის ახალი თემა საკანონმდებლო დონეზე, ვინადაინ გაერთიანებული დოკუმენტით საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე წლებია მიდის საუბარი“, - ამის შესახებ საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე კომპანია Kreston papiashvili consulting group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი წერს.

პაპიაშვილი ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულ საგადასახადო რეფორმას აფასებს და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 175 პრიმა მუხლი მრავალი წელი არსებობს თუმცა აქამდე ვერავინ ვერ შეძლო ამ თემის ბოლომდე მიყვანა აქედან გამომდინარე, ყველაფრის მიუხედავად ეს არის პოზიტიური მოვლენა.

„გაუგებარია პროდუქციის მიწოდების დროს რას გულისხმობთ წყაროზე დაბეგვრის ნაწილში? ალბათ საუბარია გადახდის წყაროსთან დაკავებაზე რომელიც სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით  უნდა აღნიშნოს რომ 2018 წლამდე არასდროს არ ეხებოდა საქონლის მიწოდების შემთხვევებს (2018 წლიდან შემოღებული ნორმისმიხედვით გადახდის წყაროსთან ხდება მხოლოდ ჯართისა და ნარჩენის შესყიდვის შემთვევაში). თუ მინისტრი გულისხმობს იმას, რომ ყველა საქონლის შესყიდვა ბიზნესმა გადახდის წყაროსთან უნდა დააკავოს, - ეს ვერანაირად ვერ იქნება განხილული ბიზნესის განვითარებისთვის ხელისშემწყობ ფაქტორად. არამედ ეს მიმართული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ რომ რაც შეიძლება მეტი გადასახადის მობილიზება მოხდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ, ვინაიდან დღეისთვის საქონლის შეძენა ფიზიკური პირისგან ყოველგვარი წყაროსთან დაკავების გარეშე ხორციელდება. გაუგებარია რას გულისხმობს მინისტრი სიტყვა „გამოქვითვებსა“ და სიტყვა „ხარჯებში“, ასევე იმაში რომ რეგიონში მაცხოვრებლები ვერ ახერხებენ პროდუქციის რეალიზაციას? რომელი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იყო შესყიდვის პრობლემა? რომელი ბარიერი არსებობს და რომელი ბარიერი იხსნება ვერ გავიგე? ესტონური მოდელი პირობებში გამოქვითვების ცნება საერთოდ აღარ არსებობს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა კი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს შპს-სთვის და ამ მიზეზით ფიზიკური პირისგან შესყიდული საქონლის გადახდის წყაროსთან დაკავების წესის შემოღება არის არაფერი მეტი თუ არა საზოგადოების მოტყუება. თუ მინისტრი გულისხმობს იმას რომ მიკრო და ფიქსირებული ბიზნესისგან შეძენილი საქონლის დაბეგვრა ესტონურ მოდელში აღარ მოხდება ეს კარგი ცვლილებაა თუმცა ამას სოფლის მეურნეობასთან და საქონლის შესყიდვის წყაროსთან დაკავებასთან არანაირიკავშირი არ აქვს.

გარდა ამისა, სამინისტროს ურჩევდი ყურადღება მიაქციოს შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო შემოწმებების გამოყენებულ ახალ მიდგომებზე. კერძოდ, იმაზე რომ ბოლო პერიოდში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ცალკეულ შემთვევებში გაცილებით უფრო მძიმე და არასწორ მიდგომებს იყენებს, ვიდრე უწინ. კერძოდ დაფიქსირდა შემთვევები როდესაც 2018 წლიდან გადასახადის გადამხდელები გასულ პერიოდებზე იმ თემებზე და იმ საფუძვლით დაჯარიმეს რაც ადრე შემოსავლების სამსახურისვე მიდგომებით არასდროს არ ჯარიმდებოდა. კერძოდ, 2018 წლიდან შემოსავლების სამსახურმა დააჯარიმა მეწარმეები ვინც 2015-2017 წლებში მომსახურება მიიღო რეგისტრირებული ფიზიკური პირისგან და არ ჰქონდა დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდის წყაროსთან, რაც 2018 წლამდე არასროს არავის არ დაუბეგრავს და ამ თემას დასაბეგრად არც შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი არ განიხილავდა. დღეს კი იმიტომ რომ რომელიღაც სამმართველოს უფროსი ასე აზროვნებს და ეს ძალიან დიდ მიღწევად მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტმა ამ თემაზე დაჯარიმა დაიწყო, რაც ყოვლად მიუღებელია. გადამხდელებს არ უთვლიან მათივე დარიცხულ უკუდაბეგვრის დღგ-ს და იყენებენ სხვადასხვა არაადეკვატურ მიდგომებს. მოვუწოდებ სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს დროულად გაერკვნენ ვითარებაში, ვინაიდან ასეთი უაზრო მიდგომების ფონზე ყველა ახალი ინიციტივა რომელბიც ფართოდ პიარდება სოცილურ ქსელსა თუ სხვა მედია საშულებებში კარგავს ყოველგვარ ფასსა და ღირებულებას“, - აღნიშნავს პაპიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები