“ჩვენი ვარაუდით, იანვრიდან უკვე შევძლებთ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ცვლილება ავამუშაოთ.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ექსპორტი მზარდია, თუმცა პროცედურების ნაწილში გარკვეული სირთულეებია.
“ცვლილება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის გაელექტრონულებას ეხება. დიდი ნაწილი აქამდეც ელექტრონულად მოგვმართავდა განცხადებით, თუმცა პროცესი ასეთი დახვეწილი არ იყო და რიგები გვქონდა.
ჩვენ სატესტო რეჟიმში ვართ და ბიზნესთან საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენი ვარაუდით, მას შემდეგ რაც ეს პროექტი გაეშვება,საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1-ის დიდი ნაწილი, 70%-75% რამდენიმე წუთში იქნება გაცემული. ეს ცვლილება ბიზნესისთვის ექსპორტის პროცედურების გამარტივებაზე ასახვას ძალიან მალე პოვებს.” - განაცხადა ვლადიმერ ხუნდაძემ.




























