მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახური IOTA-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრად, მეორე ვადით აირჩიეს

5b3322a3bbb7e
BM.GE
27.06.18 09:36
492
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის (IOTA) აღმასრულებელი საბჭოს წევრად, მეორე ვადით აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრატისლავაში, 25-27 ივნისს გამართულ IOTA-ს 22-ე გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს.

ორგანიზაცია 1996 წელს დაფუძნდა და მასში ევროპის რეგიონის 44 საგადასახადო ადმინისტრაციაა გაერთიანებული. IOTA პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. საგადასახადო ადმინისტრაციების შიდაევროპული ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყანის, ასევე 8 წევრი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭოს წევრობა საუკეთესო საშუალებაა საერთაშორისო საგადასახადო დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პროექტების გენერირებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მისაღებად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები