მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური ლუდის მწარმოებელ ინდუსტრიასთან შესახვედრად მზად არის

5889e88cb0c51
დავით ჯალაღონია
26.01.17 16:15
1219
შემოსავლების სამსახური ლუდის მწარმოებელ ინდუსტრიასთან შესახვედრად მზად არის. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, მოუსმენს თუ არა მთავრობა ბიზნეს სექტორის არგუმენტებს ლუდზე აქციზის გადასახადის შემცირების საჭიროებასთან დაკავშირებით, თაბუაშვილმა პასუხად განაცხადა, რომ ბიზნესმენებს კომუნიკაცია არ გაუჭირდებათ.

„ბიზნესს არასდროს უჭირდა კომუნიკაცია არც მთავრობასთან, არც ნებისმიერ სამინისტროსთან. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ, შევხვდეთ, ვიმსჯელოთ“, - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ლუდზე აქციზის განაკვეთი 2015 წლის მარტში 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა. აქციზის განაკვეთის გადახედვის საკითხი კერძო სექტორსა და მთავრობას შორის დღემდე დგას, თუმცა როგორ და როდის შეიცვლება მისი დაანგარიშების სტრუქტურა ჯერჯერობით უცნობია. ბიზნესი ამბობს, რომ აქციზის განაკვეთის ზრდის მიზეზით შემცირებული გაყიდვების გამო ინდუსტრიამ ვერ მიიღო ის შემოსავლები რაც დაგეგმილი ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები