მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახური მზადაა, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე "ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეებს დაეხმაროს

588f4526b8f5b
BM.GE
30.01.17 17:51
1198
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას დახმარება გაუწიოს ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს

უწყების ინფორმაციით, 30 იანვარს, "ბავშვთა სამყაროს" შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაზარალებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ლევან დგებუაძის განცხადებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული დაზარალებული მეწარმის ინტერესები და მათ არ შეექმნათ სირთულეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები