"გენმოდიფიცირებული პროდიქციის გამოსავლენად ლაბორატორიული კვლევის საფასურის დაწესების შესახებ იმპორტიორებმა იცოდნენ”, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსმა თენგიზ მარტიაშვილმა, გადაცემაში ,,საქმის კურსი“ განაცხადა. მისი თქმით, ყველა იმპორტიორი გადამხდელადაა რეგისტრირებული, გააჩნიათ საკუთარი გვერდები, შესაბამისად შეტყობინებები ყველას გაეგზავნა.
მარტიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც საკარანტინო მოსაკრებელი არ იყო განსაზღვრული და მთავრობის ამ დადგენილებით, ევრო-დირექტივა შესრულდა. როგორც მარტიაშვილი აცხადებს, ფული რომელიც ამ მოსაკრებელით იქნება ამოღებული, ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და აღჭურვას მოხმარდება, რასაც ასევე ევროდირექტივა ითვალისწინებს.
,, გადავდივართ ევროსტანდარტების შესაბამის სასაზღვრო კონტროლზე, მაგალითად, ადლიაში, თურქეთის საზღვართან ახლოს უკვე გაიხსნა ფიტო-სანიტარული და ვეტერინარული კონტროლისთვის შენობა, სადაც სრული ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი, კამერა მაცივრებით და აღჭურვილობით, სადაც მაღალი დონის კონტროლის პროცედურები შეგვიძლია შევთავაზოთ იმპორტიორებს“, - განაცხადა მარტიაშვილმა.
მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა აღნიშნული ანალიზის საფასურს შემოსავლების სამსახური ფარავდა, გენმოდიფიცირებული საქონლის იმპორტის რამდენიმე შემთხვევა იქნა გამოვლენილი.
,,2017 წელს გენმოდიფიცირებული სიმინდის შემოტანის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - 20 ტონის ოდენობით, რომელიც განადგურდა და ასევე იყო გენმოდიფიცირებული ლობიოს შემოტანის ერთი ფაქტი“, - აღნიშნა მარტიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენმოდიფიცირებაზე ანალიზი, რომელიც აქამდე უფასო იყო მთავრობის დადგენილებით, ფასიანი გახდა. ანალიზე ხორბლით დატვირთულ ყველა მანქანას უნდა ჩაუტარდეს, რაც 250 ლარი ჯდება. ხორბლის იმპორტიორები ამის გამო ფქვილის ფასის მატებას ვარაუდობენ.
"ხორბლის კონტროლის ახალი წესი ფქვილს გააძვირებს"