მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისები - რას იწვევს ცვლილებები?

BM.GE
07.03.23 10:20
181
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დისტანციური სერვისების გამოყენების წახალისების სტრატეგიის მიხედვით მუშაობას განაგრძობს და 13 მარტიდან ისანი-სამგორის სერვისცენტრი გადამხდელებს აღარ მოემსახურება. მომსახურებების გაციფრულება შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების განვითარების 2019-2020 წლების, ასევე 2021-2024 წლის სტრატეგიისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია და ეს პირველი ეტაპი არ არის. თავად უწყებაში განმარტავენ, რომ ელექტრონული სერვისების მოხმარების მაჩვენებელი 86%-ით არის გაზრდილი.

სტუმარი: ლევან დგებუაძე - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები