შპს "ტექნიკა 2008"-ის წარმომადგენელი სასამართლოსგან საწარმოს გაკოტრებას ითხოვს. კომპანიის წარმომადგენელმა თეონა ეცადაშვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, თუმცა უწყებამ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა.
სასამართლომ გამოარკვია, რომ „ტექნიკა 2008“-ს არ გააჩნია ქონება, არ გააჩნია ფულადი თანხები ანგარიშზე, საწარმო თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. ჰყავს ერთი კრედიტორი – შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართ 2018 წლის 1 მარტის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება – 90 562.39 ლარის ოდენობით.
განჩინებაში ნათქვამია, რომ კომპანია გაკოტრებულად რეგისტრაციის გაუქმების გზით გამოცხადდება, თუ 1 თვის ვადაში კრედიტორი არ შეიტანს მოვალის მიმართ ანალოგიურ მოთხოვნას.

























