მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

5afbfe9383f70
მეგი კავთუაშვილი
16.05.18 13:48
1172
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის აუცილებლობას აკანონებს. კერძოდ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარება გაიცემა.

ასევე, „განისაზღვრება, რომ თანამშრომელს, რომელსაც უწევს სამსახურებრივი გადაადგილება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტში, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს და ამ მიზნით ბინას ქირაობს სამსახური. ამასთან, პროექტით განისაზღვრება, რომ თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს და გადაწყვეტილებას თანამშრომლის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის თაობაზე იღებს სამსახურის უფროსი.“ - ნათვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილებები გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბინის ქირის უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად საჭირო იქნება დაახლოებით 17 220 ლარი, ხოლო ყოველწლიურად - დაახლოებით 206 640 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები