მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

5d2741fdcd7e0
თელარა გელანტია
11.07.19 19:40
1080
8-10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ, სამართალდამრღვევი მოქალაქეები, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, (ჯამში 40,780 ღერი სიგარეტი) ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები