მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

5d42d4b92603e
BM.GE
01.08.19 15:59
613
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

"კერძოდ, სამართალდამრღვევი მოქალაქე, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, (8400 ღერი სიგარეტი და 600 კგ. თუთუნი) ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვა", – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები