მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავლების ზრდა, შეფერხება ავტოპარკის გაფართოებაში - Europcar Georgia 2022 წელს აფასებს

63c134d95a638
თათია კაკიაშვილი
14.01.23 12:20
520
2022 წელი ავტომობილების გაქირავების ინდუსტრიისთვის მოგებიანი აღმოჩნდა. Europcar Georgia-ში აცხადებენ, რომ შარშან შემოსავლების, ავტოპარკის და თანამშრომლების რაოდენობის მხრივ, კომპანიას მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდა.

“შემოსავლებში 2021 წელთან შედარებით, 90%-ით გავიზარდეთ და დაახლოებით 40%-ით გავზარდეთ ჩვენი ავტოპარკიც. ამასთან, 2022 წელს Europcar Georgia გახდა World Travel Awards-ის გამარჯვებული ნომინაციაში “საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია”, - განაცხადა Europcar Georgia-ს დირექტორმა სანდრო საყვარელიძემ.

უკვე რამდენიმე წელია, Europcar Georgia არაერთი მიმართულებით ოპერირებს: ერთი - ავტომობილების გაქირავებაა საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გრძელვადიანი იჯარა და სატრანსპორტო მომსახურება. თუმცა, გასულ წელს კომპანიამ ახალი პროდუქტის დანერგვაც მოახერხა:

„2022 წელს ჩვენ დავნერგეთ ახალი პროდუქტი - Super Flec-ი, რომელიც ავტომობილის ფლობის ინოვაციურ, განსხვავებულ და მოქნილ მოდელს გულისხმობს. იქიდან გამომდინარე, რომ Europcar-ი საერთაშორისო ბრენდია, ის წარმოდგენილია ყველა კონტინენტზე, 157-ზე მეტ ქვეყანაში, ჩვენი მომხმარებლების სიაც ქვეყნების მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვანია“, - დასძინა სანდრო საყვარელიძემ.

რაც შეეხება გამოწვევებს, კომპანიაში აცხადებენ, რომ 2022 წლის მთავარი სირთულე ავტომობილებზე შექმნილი დეფიციტია, რომელიც სათავეს პანდემიის შემდგომი პერიოდიდან იღებს. გაზრდილია ფასები ახალ ავტომობილებზეც, რაც Europcar Georgia-სთვის ავტოპარკის გაფართოების გეგმებსაც აფერხებს.

„ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, რომ ამ კუთხით, 2022 წელს კიდევ უფრო მეტად გავზრდილიყავით, თუმცა მოვახერხეთ ის, რომ ავტოპარკის ნაწილში 40%-ით გავიზარდეთ. ვფიქრობ, იმ ჩამორჩენას, რაც დაგეგმილი გვქონდა ან გვინდოდა, რომ ავტოპარკის რაოდენობით მიგვეღწია, 2023-ში შევძლებთ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, Europcar Georgia-ს ავტოპარკი დღეს 350-ზე მეტ ავტომობილს მოიცავს, სამომავლო გეგმებში კი ამ მაჩვენებლის გაორმაგებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები