მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოწმებული 127 სათამაშოდან, 50-ზე ბაზრიდან ამოღების დადგენილება გაიცა - სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ლევან დავითაშვილის განცხადებაზე დაყრდნობით, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გასული 9 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც bmg უცვლელად გთავაზობთ:

"2023 წელს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საქართველოს ბაზარზე შემოწმდა 127 სახეობის საბავშვო სათამაშო, საიდანაც 50 სათამაშოზე გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება.

2023 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე ასევე შემოწმდა 49 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 75 ტიპის სამშენებლო პროდუქტი, საიდანაც რეკომენდაცია გაიცა 26 პროდუქტზე.

2024 წლის 1-ლი იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი პროდუქტი (მათ შორის: თაბაშირ-მუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებო-ცემენტის და ჭერის პროდუქტები). ასევე, მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორის - გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები)".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები