პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ შემოწმებული მანქანების 1%-ის, ანუ -226 ავტომობილის გზებზე გადაადგილება დაუშვებელია.
„აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“- ის მონაცემებით, ტექ.დათვალიერების შემოღებიდან, 1 იანვრიდან დღემდე, სულ შემოწმება 21 974 სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, საიდანაც 74% ტექნიკურად გამართული იყო, დანარჩენი კი ხარვეზიანი. ხარვეზის მქონე 5 576 ავტომანქანიდან, ხელახალი ინსპექტირება მხოლოდ 3%-მა -117 მანქანამ ვერ გაიარა. სულ შემოწმებული 9559 ავტობუსიდან გამართული აღმოჩნდა 73%, 333 მიკროავტობუსიდან შემოწმება წარმატებით გაიარა 62%-მა, 2237 სატვირთო მანქანიდან 67% , ხოლო 2535 ფურგონიდან დადებითი პასუხი 69% მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 1 იანვიდან სავალდებულო გახდა 8 მგზავრზე მეტი ტევადობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის და სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა წონა 3,5 ტონაზე მეტია.

























