მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შემოწმებული 24 სამშენებლო ობიექტიდან შრომის უსაფრთხოების ნორმა ყველაში იყო დარღვეული"

5d3ed3340695b
თათია ჩაფიჩაძე
29.07.19 15:54
1145
„შემოწმებული 24 სამშენებლო ობიექტიდან შრომის უსაფრთხოების წესებს არცერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა“, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმციით, 4-დღიანი მონიტორინგის შედეგად, 11 მათგანი 30 000-30 000 ლარით დაჯარიმდა, დანარჩენი 13-ის შემთხვევაში კი, გაფრთხილება დაიწერა.
ობიექტებზე არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კომპანიებს 7-10 დღიანი ვადა მიეცათ; თუკი კომპანია დაფიქსირებულ ხარვეზებს სამჯერ გაფრთხილების შემდეგაც არ გამოასწორებს, მონიტორინგის ჯგუფებს ბიზნეს-საქმიანობის შეჩერების მანდატი გააჩნიათ.

„24-დან დარღვევები აღმოჩნდა ყველა მათგანში, 11 დაჯარიმდა 30-30 ათასი ლარით, დანარჩენის მიმართ გაიცა გაფრთხილება და 7-10 დღიანი ვადა იმისთვის, რომ ხარვეზები იქნას გამოსწორებული. ეს არის პრევენციისკენ მიმართული ქმედებები და ვითხოვთ იმ მინიმალური ჩამონათვალის შესრულებას, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულების უსაფრთხებას. დარღვევევბის ჩამონათვალი კომპლექსური და ვრცელია, თუმცა უმეტესად არ არის მოაჯირები, რომელიც უზურნველყოფს ღიობებიდან ვარდნის გამორიცხვას.

მესამე შემოწმებაზე თუ მივხდით, რომ ფინანსური ტვირთი არ არის მნიშვნელოვანი და კომპანიას ურჩევნია, ჯარიმის გადახდა მის აღმოფხვრას, ჩვენ გვაქვს ბერკეტი, რომ შევაჩეროთ კომპანიის საქმიანობა მანამ, სანამ არ გამოასწორებს.

რაც შეეხება შერჩევითობას, მშენებლობების ვიზუალური დათვალიერება მოხდა ყველა უბანში, ასევე გარკვეული ინფორმაცია გვქონდა, სად რა ვითარება არსებობდა. ამ თემაზე გვაქვს შეხვედრა შრომის საერთაშორისო ექსპერტებთან და მათთან კონსულტაციით მოვახდენთ ობიექტების მონიტორინგს“, - განაცხადა ფერაძემ.

ინფორმაციისთვის, შრომის ინსპექტორების მიერ 2019 წლის 6 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 67 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 42-ს კრიტიკული დარღევევების არსებობის გამო, საქმიანობა შეუჩერდა. ჯამურად მიმდინარე წელს 250 მაღალი რისკის შემცველი ობიექტია შემოწმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები