შემცირების მიუხედავად, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არც თუ ისე დაბალია, - ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გუშინ სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 0.75 პპ-ით 8.25%-მდე შემცირების გადაწყვეტილებას შეეხებოდა. ნათია თურნავამ ის მიზეზები განმარტა, რამაც სებ-ს უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმის საშუალება მისცა. ერთ-ერთი მიზეზი წითელ ზღვაში მიმდინარე მოვლენებია, საიდან გამომდინარეც საქართველოში ტრანსპორტირების ფასების მატება არ გაგრძელდა. შეიცვალა თუ არა ვითარება წითელი ზღვის კრიზისიდან გამომდინარე, შემცირდა თუ არა ტრანსპორტირების ხარჯები და რას უნდა ველოდოთ 2024 წელს ამ მიმართულებით?