მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირება გვაქვს ყველა მიმართულებით. ჩანს, რომ არავის აქვს ხალისი, საახალწლო საჩუქარი შეიძინოს - UPS

ups

საფოსტო-საკურიერო მომსახურების კომპანია UPS-ში აცხადებენ, რომ წინასაახალწლო მოლოდინები ვერ გამართლდა. როგორც კომპანიებში აღნიშნავენ, შეკვეთების რაოდენობა შემცირდა და არ გამორიცხავენ, რომ ბიზნესი იანვრიდან კრიზისში აღმოჩნდეს.

"მიმდინარე მოვლენებმა ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია. შემცირება გვაქვს ყველა მიმართულებით. ჩანს, რომ არავის აქვს იმის ხალისი, საჩუქარი შეიძინოს. შესაბამისად, ეს შეკვეთებზე აისახება და მიწოდებაზეც ნეგატიურად მოქმედებს. თუ მიმდინარე პროცესები ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ცუდი იქნება შემდეგი წლის დასაწყისი", - განაცხადა UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი, გიორგი ქოპილაშვილი.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაუარესების შემთხვევაში, UPS-ში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიამ სამომავლოდ საქართველო დატოვოს.

"რთული სიტუაცია შეიქმნა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, UPS-ი რუსეთსა და უკრაინაში არ ოპერირებს, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ერთი კვირის განმავლობაში მიიღო. ვიმედოვნებთ, მსგავსი სიტუაცია არ იქნება, რომ გლობალურმა კომპანიებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საქართველო დატოვონ. თუ რთული გახდა ოპერირება, ეს შესაძლებელია", - აღნიშნა მან BM.GE-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები