მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემცირებული გზავნილები, FDI და რეექსპორტი - როგორია ყაზახეთის ეკონომიკური კავშირი საქართველოსთან?

საქართველო

ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ერმეკ კოშერბაევი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. დელეგაციამ შეხვედრები გამართა ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან. მათ შორის, მარიამ ქვრივიშილი შეხვდა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბის.

BM.GE დაინტერესდა, როგორია სავაჭრო ეკონომიკური კავშირი ორ ქვეყანას შორის.

ვაჭრობა

მიმდინარე წელს საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 29%-ით 79.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. რაც ექსპორტის კლებითაა განპირობებული, რაც თავის მხრივ, მთავარი სასაქონლო ჯგუფის ავტომობილების რეექსპორტის 40%-იანი კლებითაა განპირობებული.

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ყაზახეთში 67.3 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 33%-ით მეტია.

ექსპორტირებული TOP-5 სასაქონლო ჯგუფი

  1. მსუბუქი ავტომობილები - 50.3 მლნ აშშ დოლარი;
  2. მინერალური და მტკნარი წყლები - 5.5 მლნ აშშ დოლარი;
  3. ტკბილი გაზიანი სასმელები - 4.05 მლნ აშშ დოლარი;
  4. ქათმის ხორცი და სუბტროპიკები - 2.2 მლნ აშშ დოლარი
  5. გაყინული თევზი - 2.02 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს მიმდინარე წელს ყაზახეთიდან საქართველომ 12.1 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია იყიდა. ზრდა 25.7%-ია.

  1. ხორბალი და მესლინი - 1.5 მლნ აშშ დოლარი;
  2. სპეც. მანქანები - 1.3 მლნ აშშ დოლარი;
  3. საშუალებები თმებისათვის - 1.1 მლნ აშშ დოლარი;
  4. ბამბა საფეიქრო მასალებისაგან - 818.5 ათასი აშშ დოლარი;
  5. ფეროშენადნობები - 714.3 ათასი აშშ დოლარი.

FDI

გასულ წელს ყაზახეთიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 90%-ით 16.9 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ბოლო წლების მაჩვენებელი კი ასეთია:

  1. 2020 წელი - 157.1 ათასი აშშ დოლარი;
  2. 2021 წელი - 10.8 მლნ აშშ დოლარი;
  3. 2022 წელი - 32.6 მლნ აშშ დოლარი;
  4. 2023 წელი - 36.4 მლნ აშშ დოლარი;
  5. 2024 წელი - 32.1 მლნ აშშ დოლარი.

ფულადი გზავნილები

მიმდინარე წელს საქართველოში ყაზახეთიდან 1.06 მლნ აშშ დოლარი ჩამოირიცხა და 2.8 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.

ბოლო წლების სტატისტიკით კი, რემიტენსები ყაზახეთიდან ასეთია:

  1. 2021 წელი - 61.7 მლნ აშშ დოლარი;
  2. 2022 წელი - 150.1 მლნ აშშ დოლარი;
  3. 2023 წელი - 198.9 მლნ აშშ დოლარი;
  4. 2024 წელი - 116.6 მლნ აშშ დოლარი;
  5. 2025 წელი - 83.7 მლნ აშშ დოლარი.

ტურიზმი

გასულ წელს საქართველოში ყაზახეთის 169 367 მოქალაქემ იმოგზაურა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 5.3%-ით ნაკლებია. თუმცა მონაცემით ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა კვლავ მოწინავეთა შორისაა მე-6 ადგილზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები