მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირებული სავალუტო რეზერვები და სებ-ის ინტერვენციები - შეფასებები;

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი შეფასებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი მოცულობა შესადარის ქვეყნებზე უფრო დაბალია. ეროვნულ ბანკში კი აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკა რეზერვების დაგროვებაზეა ორიენტირებული და სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად შეძლეს, საჭიროების დროს გამოეყენებინათ რეზერვების ნაწილი. მათ შორის, გასულ თვეს ერთჯერადი ფაქტორების გასანეიტრალებლად სებმა რეზერვებიდან 213 მილიონი დოლარი დახარჯა. წინასაარჩევნო ინტერვენციები დღეს ეროვნულ ბანკს პარლამენტის თავმჯდომარემაც მოუწონა. ეკონომისტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საქართველო უფრო მძიმე პერიოდს შემცირებული სავალუტო რეზერვებით ხვდება. როგორ ფასდება ეროვნული ბანკის პოლიტიკა სავალუტო რეზერვებთან მიმართებაში და რა რისკებზე მიუთითებენ ეკონომისტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები