მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შემთხვევით ვიყიდე ყველაზე ძვირი ჩემი კომპანიის აქციები და სახელმწიფომ ის არასწორად გაყიდა"

5bd2c82f3f03c
BM.GE
26.10.18 11:53
2242
„შემთხვევით ვიყიდე ყველაზე ძვირი ჩემი კომპანიის აქციები და სახელმწიფომ ის არასწორად გაყიდა“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და ის ისტორია გაიხსენა, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს ის „რასისკი კრედიტის“ აქციებს ფლობდა. ივანიშვილის თქმით, მიუხედავად ამ პერიოდში რუსეთში არსებული ფინანსური კრიზისისა, მან „სუფთა მენეჯმენტით“ შეძლო თანხის დაგროვება.
„როდესაც შემთხვევით ვიყიდე ყველაზე ძვირი ჩემი კომპანიის აქციები და სახელმწიფომ არასწორად გაყიდა ის, სახელმწიფო ვაიძულე, გადავაკეთებინე კანონები, უკან დავიბრუნე [აქციები] და ხუთჯერ ძვირად ვიყიდე სწორ აუქციონზე.

ჩემი ბანკი და მე ვიყავი ერთადერთი პრეცენდენტი, როდესაც რუსეთის მთავრობამ უარი განაცხადა თავის ვალდებულებებზე და ვალების გადახდაზე, ამ შემთხვევაში კომერციულ ორგანიზაციებს ვალდებულებები აღარ აქვთ წესით და ყველა მსხვილი ბანკი დაიკეტა, ერთადერთი გიჟს მეძახდნენ მე, ერთადერთი ჩემი სტრუქტურა იყო, რომელმაც ევროპული პრეცედენტი შექმნა რუსეთში.

ასე შევძელი მხოლოდ სუფთა მენეჯმენტით დიდი ფულის დაგროვება რუსეთში“, - ამბობს ივანიშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები