რეფინანსირების განაკვეთზე მსჯელობისას სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით შეფასდა გეოპოლიტიკური რისკების შეფასება, რაც წითელ ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო საერთაშორისო ტრანსპორტირების გაძვირებას უკავშირდება. საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი, რომელიც წითელი ზღვის კრიზისის ფონზე გასამმაგდა, კლების ტენდენციას აჩვენებს. 7 მარტის მონაცემებით, საკონტეინერო გადაზიდვების ინდექსი დაახლოებით 17%-ით შემცირდა 25 იანვრის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით და ახლა 40 - ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი 3287 დოლარია. კლების მიუხედავად, მაინც წლიურ ჭრილში 82%-იანი ზრდაა. შანხაიდან როტერდამში გადაზიდვის ტარიფები შემცირდა 7%-ით ანუ 294 დოლარით და 3650 დოლარი შეადგინა 40 ფუტიან კონტეინერზე, ანალოგიურად, ტვირთის გადაზიდვის ტარიფები 6%-ით შემცირდა როტერდამიდან შანხაიში, შანხაიდან გენუაში და შანხაიდან ნიუ-იორკში. წითელ ზღვაში კრიზისი სავაჭრო გემებზე ჰუსიტების გაზრდილმა თავდასხმებმა შექმნა, რის გამოც გემების უმრავლესობა უპირატესობას აფრიკის კონტინენტის შემოვლას ანიჭებს, რამაც გზა დააგრძელა და გადაზიდვებიც გააძვირა.