მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შენგენის ზონის რომელ ქვეყანაში იმოგზაურა საქართველოს ყველაზე მეტმა მოქალაქემ დეკემბერში?

5c3b1eae83eee
თელარა გელანტია
13.01.19 15:23
2826
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული წლის დეკემბრის საზღვრის კვეთის სტატისტიკას აქვეყნებს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი - 7,914 მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა, 16-ს კი უარი უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე.

მეორე ადგილზეა იტალია, სადაც გასული წლის ბოლო თვეში საქართველოს 4,039-მა მოქალაქემ იმოგზაურა, 45-ს კი, იტალიის საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს.

შენგენის ზონის ქვეყნებს შორის პოლონეთი მესამე ქვეყანაა, სადაც დეკემბერში საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გაემგზავრა. კერძოდ, იმოგზაურა 3,679-მა მოქალაქემ, ხოლო 24-ს შესვლაზე უარი ეთქვა.

მეოთხე პოზიციაზეა საბერძნეთი, რომელსაც დეკემბერში საქართველოს 3,474 მოქალაქე ესტუმრა, 16-მა კი, საზღვარი ვერ გადაკვეთა.

საქართველოს მოქალაქეების გასვლების ხუთეულს საფრანგეთი ხურავს - დეკემბერში საფრანგეთში საქართველოს 2,923 მოქალაქე გაემგზავრა, 26-ს კი, შესვლაზე უარი ეთქვა.

გასული წლის ბოლო თვეში საქართველოს ყველაზე ცოტა მოქალაქე ისლანდიას (5), სლოვენიას (6), სლოვაკეთს (15), ხორვატიას (18) და მალტას (28) ესტუმრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები