მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია... სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - 22 ონლაინმედიის განცხადება

ონლაინმედია

22 ონლაინმედია თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის დასაცავად გაერთიანდა. „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ - ამ ლოზუნგით გაერთიანებული ონლაინგამოცემების ვებგვერდებზე შესულ მკითხველს დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, შავი ფონი ხვდებოდა. ვებგვერდების ჩართვის შემდეგ კი რედაქციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:

„დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.

22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.

შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში.

სინათლე არ უნდა ჩაქრეს.

თავისუფლება მზიას!

თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები