უძრავი ქონების ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს, ერთ-ერთ საბოლოო ეტაპს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი წარმოადგენს. ძირითადი სამართლებრივი აქტები, რითაც აღნიშნული საკითხი რეგულირდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის შესახებ კოდექსი და საქართველოს მთავრობის N255 დადგენილებაა. რა სარგებელი გააჩნია შენობის ექსპლუატაციაში შესვლას?