მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

,,შენობას ისეთი ნაწილები არ უნდა ჰქონდეს, რაც სამაშველო სამსახურის შესვლას შეაფერხებს" - რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს შენობა?

63a09eac62f7a
ალა ისპირიანი
19.12.22 21:33
871
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა კობა ყალიჩავამ გადაცემა „საქმის კურსში“ ბათუმში ე.წ. "ვოქსის" კორპუსში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ისაუბრა.

მან რამდენიმე მთავარი საკითხი გამოყო, რასაც ასეთ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს.

„მნიშვნელოვანია, რამდენად მისადგომია ტერიტორია და რა ხდება შენობის გარეთ. როდესაც შენობაში ხანძარი ჩნდება აუცილებელია სამაშველო სამსახურმა ობიექტამდე მისვლა მოახერხოს და რაიმე გარე ფაქტორმა ხელი არ შეუშალოს. შენობას ისეთი ნაწილები არ უნდა ჰქონდეს, რაც სამაშველო სამსახურის შესვლას შეაფერხებს. ასევე მნიშვნელოვანია, შენობის შიგნით რა სტანდარტი მოითხოვება და მოსახლეობას რამდენად აქვს სწრაფი ევაკუაციის საშუალება.

მე როგორც მაქვს ინფორმაცია ხანძარი სწრაფად გავრცელდა და ზოგადად ცეცხლის შეკავება ტიხრებით უნდა შეიძლებოდეს. ეს შუშა იქნება, ლითონი თუ ბეტონისგან გამზადებული კონსტრუქციები, ხანძარს მინიმუმ 90 წუთის განმავლობაში უნდა იკავებდეს, რომ ლოკალიზება ეფექტური იყოს.

რაც შეეხება სტანდარტებს, მსოფლიოში ორი ძირითადი მიდგომაა, ევროპული და ამერიკული. ჩვენთან ამერიკული სტანდარტია. ვერ ვიტყვით რომელი შეიძლება იყოს უფრო უკეთესი, რადგან არის შენობები, სადაც ევროპული სჯობს და პირიქით. ეს უნდა იყოს არჩევითი და ორივე გზა მისაღებია, რომ უსაფრთხოება დაცული იყოს“, - ამბობს კობა ყალიჩავა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ე.წ. "ვოქსის" კორპუსში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი შენობის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში იყო და მოგვიანებით გავრცელდა, თუმცა ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და არ ფუნქციონირებდა. სამაშველო სამსახურებმა მოსახლეობის ევაკუაციაც მოახდინეს. საბედნიეროდ ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის ლოკალიზება კი რამდენიმე საათში მოხერხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები