ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად 6 არასრულწლოვანი დაშავდა. როგორც BM.GE-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს დაშავებულები სკოლის მოსწავლეები არიან.
დაზარალებულებიდან 3 პირი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში“. დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
მინის კონსტრუქცია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობიდან ჩამოვარდა.

























