მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შექმენი საკუთარი ვებგვერდი უფასოდ - Glovo-სა და Kovzy-ს ერთობლივი შეთავაზება!

შექმენი საკუთარი ვებგვერდი უფასოდ - Glovo-სა და Kovzy-ს ერთობლივი შეთავაზება!
11.12.23 13:35
1459

თუ გსურთ მიიღოთ შეკვეთები საკუთარი ონლაინ პლატფორმის მეშვეობით და გადაიხადოთ მხოლოდ შეკვეთების მანძილით დაანგარიშებული საფასური, მაშინ Glovo-სა და Kovzy-ის ერთობლივი შეთავაზება სწორედ თქვენთვისაა.

Glovo და ონლაინ პლატფორმა Kovzy, რომელიც რესტორნებს ბიზნესის გაციფრულებაში ეხმარება, სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ, რომელიც საშუალებას მოგცემთ შექმნათ საკუთარი ვებგვერდი და ააწყოთ მიტანის სერვისი 1 დღეში!

რას გულისხმობს Glovo-სა და Kovzy-ის თანამშრომლობა?

  • იდეალური ვებგვერდი ონლაინ გაყიდვებისთვის:

თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ უახლესი ვებგვერდით, რომელიც მორგებულია ონლაინ გაყიდვებზე, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის შეუფერხებელ და მოსახერხებელ გამოცდილებას. რაც შეეხება შეკვეთის მიწოდების ღირებულებას, ის დაითვლება მხოლოდ დისტანციიდან გამომდინარე და არ იქნება დამოკიდებული შეკვეთის მოცულობაზე.

  • გადახდის მეთოდების მრავალფეროვნება:

გთავაზობთ გადახდის სხვადასხვა მეთოდს, მათ შორის ონლაინ გადახდას, ნებისმიერი ბანკის ბარათით ან ქეშით ანგარიშსწორებას. ვებგვერდზე ჩაშენებული იქნება თქვენი ბანკის ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რაც მოგცემთ საშუალებას მიიღოთ ჩარიცხვები პირდაპირ საბანკო ანგარიშზე 1 სამუშაო დღეში.

  • სპეციალური პირობები პარტნიორებს Glovo-სა და Kovzy-ისგან:

Kovzy-ის უფასო სერვისები პირველი 3 თვის განმავლობაში და 50%-იანი ფასდაკლება მიტანის საფასურზე Glovo-სგან პირველი 30 დღის განმავლობაში.

Glovo-ს ბიზნესინოვაციების მენეჯერი, ლუკა ხვადაგიანი:

„Glovo-სა და Kovzy-ის კომბინირებული გამოცდილება ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის, შეუფერხებლად შექმნან საკუთარი მიწოდების სერვისი. პროექტის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს გაზარდონ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კომპანიებს შევთავაზებთ ვებგვერდის შექმნისა და საოპერაციო პრობლემების გადაჭრის უსწრაფეს გზას და მივაწვდით საჭირო ტექნიკური დახმარებას. მოხარულები ვართ, რომ მსგავსი ინოვაციური სერვისების ინიციატორი სწორედ Glovo-ა.“

„Kovzy-ის კონცეფცია ძალიან მარტივია: ნებისმიერ კვების ობიექტს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჰქონდეს საკუთარი პერსონალური ვებგვერდი, აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს კომპანიის პლატფორმაზე და რეგისტრაციიდან დაახლოებით 5 წუთში ვებგვერდი უკვე მზადაა. 2 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვოპერირებთ და დღესდღეობით 400-მდე რესტორანია რეგისტრირებული ჩვენს პლატფორმაზე და სარგებლობენ ჩვენი სერვისით. ამჯერად უკვე Glovo-სთან თანამშრომლობით ვქმნით შესაძლებლობას, რომ კომპანიებმა შექმნან საკუთარი მიტანის სერვისი 1 დღეში.“ - Kovzy-ის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ცინცაძე.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი ღილაკზე ხელის დაჭერით და ისარგებლეთ Glovo-სა და Kovzy-ის ერთობლივი შეთავაზებით.

თუ ფლობთ კვების ობიექტს, დარეგისტრირდით ახლავე და გახადეთ თქვენი ბიზნესი ხელმისაწვდომი ყველასთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები