საქართველოს ეკონომიკის და მდრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტისთვის დაფინანსების „შეგროვება“, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებამდეც რთული იყო. ამის შესახებ ქობულიამ ანაკლიის პორტის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ის ნეგატიური ფონი, რომელიც შეიქმნა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ურთულებს ამ კერძო ინვესტორებს, რომ შეაგროვონ ის მინიმალური რაოდენობის საკუთარი კაპიტალი, რომ ეს პროექტია დაძრან, მაგრამ ამ საკუთარი კაპიტალის შეგროვება და საუბარია, 100 მლნ-ზე, იყო ამ პროცესის და ამ სირთულეების დაწყებამდეც ძალიან რთულია.
ამ პროექტის დაფინანსებისთვის კერძო ფონდების მოზიდვა და დაფინანსების შეგროვება იყო რთული უკვე რამდენიმე ხნის განმავლობაში, ვიდრე ეს პრობლემებიც აღმოცენდებოდა“, - განაცხადა ქობულიამ.

























