"შეარტონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა" სტუმრებს ახალი გენერალური მენეჯერი წარუდგინა. ამ პოზიციას 11 ივლისიდან ოფიციალურად დებრა სივერტსენი დაიკავებს. მას სტუმართ-მასპინძლობის სექტორში არც მეტი არც ნაკლები - 25 წლიანი გამოცდილება აქვს. დებრა - ამ პოსტს - ივა ტრიფონოვისგან გადაიბარებს. ის შერატონ თბილისს 4 წელი უძღვებოდა. ღონისძიება საზეიმო ვითარებაში მიმდინარეობდა. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კომპანიამ გააჟღერა - ცნობილ ფრანგულ ბრენდთან - MOET&CHANDON-თან თანამშრომლობას უკავშირდება.