“შერატონ გრანდ მეტეხი პალასი” სტუმრებს 2019 წლის მარტიდან მიიღებს. 45-მილიონიანი რენოვაცია უკვე სრულდება.
სასტუმრო თანამედროვე დიზაინის 220 ოთახს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და ფიტნესცენტრს შესთავაზებს სტუმრებს.
“შერატონი” ახალი თანამშრომლების მიღებისთვის ემზადება. 9 დეკემბერს კომპანია დასაქმების ფორუმს აწყობს. თბილისის საკრებულოს შენობაში დაგეგმილ დასაქმების ფორუმზე შერატონი 250 ვაკანსიას წარადგენს.
“შერატონის” მფლობელია “რაკია ჯორჯია”, რომელმაც 45-მილიონის ღირებულების რენოვაციისთვის სასტურმო 2014 წლის 1 დეკემბერს დახურა. პირვანდელი პროექტის მიხედვით, სასტუმრო 2016 წელს უნდა გახსნილიყო.
220-ნომერიანი "შერატონი" საქართველოში პირველი ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო, მისი მშენებლობა 1989 წელს დაიწყო, ობიექტი 1990-იანი წლების დასაწყისში გაიხსნა.