მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლებელია, მოქალაქეებს 2022 წელს ისევ მოუწიოთ ნიღბის გამოყენება - ფაუჩი

6033c9c7e46ac
ნათია თაქთაქიშვილი
22.02.21 19:19
898
აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მოსახლეობას, შესაძლებელია, 2022 წელს ისევ მოუწიოს ნიღბის გამოყენება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ფაუჩი აცხადებს, რომ ვაქცინაციის ფონზე, მართალია, ვირუსის გავრცელება შემცირდება, თუმცა მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდისთვის. მისივე თქმით, ზუსტი პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

„როდესაც ვამბობ, რომ შესაძლებელია, მოსახლეობას ნიღბის გამოყენება მოუწიოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ასე იქნება, რადგან ამ ეტაპზე შეუძლებელია, ზუსტი პროგნოზები გავაკეთოთ“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ და დასძინა, რომ მისი მიზანი მოსახლეობის შეშინება არ არის.

"ვაქცინაციის მიუხედავად, შეიძლება, გამოჩნდეს ახალი შტამები და მოსახლეობას ნიღბის გამოყენება ზოგიერთ გარემოში ისევ დასჭირდეს", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები