ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.
ეროვნული ბანკის ცნობით, რეგულაცია არ ზღუდავს ფულადი გზავნლებით მიღებული შემოსავალის შემთხვევაში სესხის გაცემას.
„სესხის გამცემი თქვენი შემოსავლების მოცულობას შეაფასებს მისი შიდა პროცედურების შესაბამისად და მიიღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის შესახებ“, -- განმარტავენ სებ-ში.
ამასთან, რეგულაცია ვრცელდება ე.წ. „მევახშეებზეც“. კერძოდ, 2019 წლის 1 იანვრიდან რეგულაცია გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა იმ სუბიექტზე, ვინც სესხს 20-ზე მეტ პირზე გასცემს.