მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შესაძლებლობა გვაქვს, რომ კომუნიკაცია ანაკლიის პორტის ტერიტორიაზეც გავაგრძელოთ"

5cd1594697be2
ლიკა გურაბანიძე
07.05.19 14:07
689
საქართველოს ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მოლაპარაკებების პროცესი მუდმივად მიმდინარეობდა და ამ საკითხზე პრობლემა არ ყოფილა.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.

როგორც ცნობილია, ვიცეპრემიერი დღეს ჩადის ანაკლიაში და პორტის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე დაათვალიერებს.

„ანაკლიის კონსორციუმთან ერთად პორტის მშენებლობის ადგილსაც დავათვალიერებთ. ჩვენ კონსორციუმთან კომუნიკაცია გვაქვს და გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში კომუნიაკციას ხელს არაფერი არ უშლიდა. დღეს შესაძლებლობა გვაქვს, რომ ეს კომუნიკაცია პორტის ტერიტორიაზეც გავაგრძელოთ.

რეალური სამუშაო პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტურტებთან ერთად, სახელმწიფოს და კონსორციუმს შორის მიმდინარეობს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები