მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შესაძლოა, ფუტკრის ოჯახების დიდი რაოდენობა განადგურდეს" - მეფუტკრეები ახალ დაავადებას ებრძვიან

საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადება, ტროპილელაფსოზი გავრცელდა. მეფუტკრეები აცხადებენ, რომ შესაძლოა დაავადებამ ფუტკრის ოჯახების 50% გაანადგუროს.

დარგის წარმომადგენლების ვარაუდით დაავადება საქართველოს ტერიტორიაზე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან რუსეთის გავლით შემოვიდა და ის ამ დროისთვის მართვას არ ექვემდებარება. გავრცელების არეალი ამ დროისთვის მხოლოდ დასავლეთ საქართველო - გურია, იმერეთი და სამეგრელოა.

სტუმარი: ალეკო პაპავა - საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები