შესაძლოა, ინვესტორისთვის გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიის ჩამორთმევა მოგვიწიოს" - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძე ამბობს, რომ გლდანის თეთრი ტბა რთულ მდგომარეობაშია, შესაბამისად, მერია ინვესტორის ლოდინს არ აპირებს. ვინ ფლობს დღეს გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიას და აქვს თუ არა ინვესტორს ადგილის განვითარების ვალდებულება. რა პასუხი აქვს ტერიტორიის მესაკუთრეს მერის ბრალდებებზე?