მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, სპილენძის ფასი გაათმაგდეს - მილიარდერი რობერტ ფრიდლენდი

649c2525b41db
გიორგი არონია
28.06.23 16:50
1988

ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებით გამდიდრებული ამერიკელი მეწარმე, რობერტ ფრიდლენდი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის “სუფთა ენერგიის კანონპროექტს” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ დოკუმენტში სპილენძიც უნდა გაითვალისწინოს, რადგან ამ ლითონის მოპოვება, მისი აზრით, ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რობერტ ფრიდლენდი ამბობს იმასაც, რომ მომავალში, საბირჟო ლითონებზე არსებული მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად გადააჭარბებს, რაც ფასების კოლოსალურ ზრდას გამოიწვევს; ინვესტორის თქმით, შესაძლოა, ფასი გაათმაგდეს კიდეც.

დღეს, სასაქონლო ბირჟაზე სპილენძის ფასი კილოგრამზე $8.20-ის ფარგლებში მერყეობს, რაც 15%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის მარტში, როცა ფასები პიკში იყო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ რობერტ ფრიდლენდი ლითონების მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, Ivanhoe Mines-ის მფლობელია. რობერტ ფრიდლენდის ქონებას ამერიკული Forbes-ი $3 მილიარდად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები