მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაფუთი მასალების სექტორი - ინვესტიციის დროა - მარიამ ქოიავასთან ერთად!

შესაფუთი მასალების სექტორში საქართველოში სულ რეგისტრირებულია 216 კომპანია. აქედან 4 კომპანია წარმოადგენს მსხვილი ზომის კომპანიას და 13 კომპანია წარმოადგენს საშუალო ზომის ბიზნესს. აღსანიშნავია, რომ 2018-2022 წლებში ქაღალდისა და მუყაოს ტარას მწარმოებელთა ბრუნვა CAGR 22.5%-ით გაიზარდა, მაშინ როცა პლასტმასის საფუთავების წარმოების ბრუნვა ამავე CAGR 13.5%-ით იზრდებოდა. საინტერესოა ასევე სექტორის მთლიანი ფინანსური შედეგი. შესაფუთი მასალების ადგილობრივი ინდუსტრია საკმაოდ მაღალ კონკურენციას აწყდება იმპორტირებული პროდუქციისგან, მხოლოდ 2022 წელს შესაფუთი მასალების იმპორტმა შეადგინა 188 მილიონი აშშ დოლარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი იყო და ომის პირობებში ნაწილობრივ ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდა. რაც ადგილობრივი ზრდის მასტიმულირებელი გახდა.

რუბრიკის წამყვანი: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი; სტუმარი:

ამირან ცერცვაძე - Caucaspack, მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები