მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეშფოთებულები ვართ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებით" - "კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის"

კლუნების ფონდი

ამალ და ჯორჯ კლუნის ფონდი სამართლიანობისთვის, რომელიც "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს უწევს, დღევანდელ სხდომას განცხადებით აფასებს, რომელსაც "ნეტგაზეთი" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ფონდი შეშფოთებულია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებით და აპირებს გამოაქვეყნოს ანგარიში, რომელიც სასამართლო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას შეაფასებს.

„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისთვის სივრცის შემცირებასთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების სიმბოლოდ იქცა, დღეს დასრულდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წარმოადგინა.

ჩვენი სასამართლო პროცესის მონიტორინგის ინიციატივა, რომელიც საქმეს აკვირდებოდა, შეშფოთებულია მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებებით და იმით თუ როგორ წარიმართა პროცესი.

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით განაჩენს და გამოვაქვეყნებთ სამართლიანობის შესახებ ანგარიშს, რომელიც შეაფასებს სასამართლო პროცესს საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – ნათქვამია კლუნების ფონდის განცხადებაში.

ცნობისთვის, 4 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს. მოსამართლე "ბათუმელების" დამფუძნებლის განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები