"შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის მზარდად ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით. მოვუწოდებთ, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე", - ამის შესახებ Freedom House ავრცელებს.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებით, რაც მოიცავს პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრებას და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მიზანმიმართულ დასჯას "უცხოელი აგენტების შესახებ კანონის" შესაბამისად. ეს ქმედებები საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის აუცილებელი სტანდარტებისგან.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პოლიტიკურ პლურალიზმს და წაახალისოს აქტიური სამოქალაქო სივრცე - ნებისმიერი ძლიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი მახასიათებელი", - აღნიშნულია განცხადებაში.




























