მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეშინებულმა ხელისუფლებამ 1.5 წლის შემდეგ გაიღვიძა და 2 ივლისს პროცესი ჩაინიშნა - ხაზარაძე

60d2e609b25ad
ინგა მურუსიძე
23.06.21 11:46
561
2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 1,5-წლიანი შესვენების შემდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

როგორც დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესის ჩანიშვნა საეჭვოდ დაემთხვა მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მანდატს თავად დათმობს.

„შეშინებულმა ხელისუფლებამ და პოლიტიზირებულმა მართლმსაჯულებამ უცებ გაიღვიძა წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ და  2 ივლისს ჩანიშნა ახალი სასამართლო განხილვა. მინდა გითხრათ, რომ გუშინ მე წინააღმდეგ წავედი კანონში იმ ჩანაწერის წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტარის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა.

გუშინ გავაჟღერე, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ დეპუტატებს მანდატი არ უნდა იცავდეთ. ეს განცხადება გავაკეთე და ამას მოჰყვა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება - არა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიზირებული, ერთი კაცის მართვაში არსებული სასამართლო უნდა დამთავრდეს.

ამ ქვეყანას არ უწერია არანაირი წინსვლა, სანამ არ მივაღწევთ დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას. ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმასრულებლები, რომ რაიმე მეთოდით ჩვენ უკან დავიხიოთ რამეზე. არ გამოვა, რომ ჩვენ დავიმალოთ ან ვინმეს რამეზე გავურიგდეთ. ამ ქვეყანაში ჩვენ ამ მმართველობას დავასრულებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები