მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესყიდვების სააგენტო: 8 თვე არ არის ბევრი ტენდერის სასამართლოში გასაჩივრებისთვის

5c6a9f6741fcc
სალომე მეცხვარიშვილი
18.02.19 16:35
1084
ვერ დავადასტურებ, რომ სასამართლოში გაჭიანურებულია კონსოლიდირებული ტენდერების გასაჩივრების ვადები, - ასე პასუხობს შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან რაზმაძე ბიზნესს, რომელიც ითხოვს, კონსლიდირებული ტენდერის გასაჩივრება სასამართლოს გარდა სხვა, უფრო მოქნილი მექანიზმით მოხდეს.

უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის საქმეები ქართულ სასამართლოში დაახლოებით, 8 თვეში იხილება, როცა საერთაშორისო პრაქტიკა 1-დან 3-წლამდე განხილვის ვადებს ითვალისწინებს.

“კონსოლიდირებულ ტენდერებს აქვს გასაჩივრების წესი და ეს ხდება უფრო მაღალი ლეგიტიმაციით - ეს არის სასამართლო. რაც შეეხება დავების საბჭოში გასაჩივრებას, ეს მექანიზმი არ გვაქვს, რადგან კონსოლიდირებული ტენდერი არ ეხება ერთი რომელიმე უწყების ტენდერს. ეს ეხება მთელი ქვეყნის მასშტაბს და მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მთავრობამ და შესყიდვების სააგენტომ გადაწყვიტა, რომ გასაჩივრდეს სასამართლოში.

ვერ დავადასტურებ, რომ სასამართლოში გაჭიანურებულია ასეთი საქმეები. გასაჩივრებულა კონსოლიდირებული ტენდერები და მაქსიმუმ 8 თვეში დასრულდა ეს პროცესი. 8 თვე არ არის ბევრი, თუ საერთაშორისო პრაქტიკას ავიღებთ კონსოლიდირებული ტენდერის განხილვები სასამართლოში გრძელდება 1-დან 3-წლამდე”,- აცხადებს ლევან რაზმაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები