მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესყიდვების სააგენტო სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებისთვის რანჟირების სისტემის შექმნას გეგმავს

58a199d7c3366
სალომე მეცხვარიშვილი
13.02.17 16:00
1583
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, კომპანიებისთვის, რომელთანაც შესაძლოა გაფორმდეს გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რანჟირების სისტემის შექმნას გეგმავს. სისტემაში ინტეგრირებული იქნება სპეციალური ალგორითმი, რომელიც გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოახდენს პრეტენდენტების რეიტინგების შედგენას. ძირითად კრიტერიუმებად მოიაზრება ტენდერის ჩატარების შედეგად სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება. გათვალისწინებული იქნება კომპანიების გამოცდილება, მაგ; ტენდერებში მიღებული დისკვალიფიკაციის სიხშირე, იყვნენ თუ არა ისინი რეგისტრირებული შავ სიაში, თეთრ სიაში, მიღებული აქვთ თუ არა გაფრთხილება და სხვ.

„გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე სააგენტოსგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდგომ, შემსყიდველი ორგანიზაციები უფლებამოსილნი იქნებიან მოახდინონ პოტენციური მიმწოდებლების შერჩევა სისტემის მიერ რანჟირებული, კვალიფიციური მიმწოდებლებისაგან.

აღნიშნული ცვლილების მიზანია, აღმოიფხვრას შესაძლო კორუფციული რისკები, რომლებიც უკავშირდება გამარტივებული შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადებას და მიმწოდებლის შერჩევას“,- აცხადებენ შესყიდვების სააგენტოში.

შესაბამისი მოდულის სისტემაში ინტეგრირება დაგეგმილია გაზაფხულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები