მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესყიდვების სააგენტო: სახელმწიფო უწყებები იშვიათად აცხადებენ ტენდერებს, სადაც ფასთან ერთად ხარისხიცაა განმსაზღვრელი

590ad0ed7da97
სალომე მეცხვარიშვილი
04.05.17 14:32
1562
ორეტაპიანი ტენდერები, სადაც განმსაზღვრელი არამხოლოდ ფასი, არამედ ხარისხიცაა, მთლიანი შესყიდვების მხოლოდ 2-3%-ში ცხადდება,- ამის შესახებ „საქმის კურსს“ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს არასწორია იმაზე საუბარი, რომ სახელმწიფო შესყიდვებში განმსაზღვრელი დღეს მხოლოდ ფასია, რადგანაც არსებობს 2-ეტაპიანი ტენდერები, რომელიც სააგენტომ გასულ წელს შემოიღო.

თუმცა, ლევან რაზმაძე აღიარებს, რომ ასეთი ტიპის ტენდერები დღეს იშვიათად ცხადდება, რამდენადაც რთულ პროცედურებთანაა დაკავშირებული და შემსყიდველები კარგად არ იცნობენ მას.

„ორეტაპიანი ტენდერები სპეციფიკურია ძალიან და მოლოდინი, რომ მათი წილი მთლიან ტენდერებში ნახევარზე ავა, ეს არ მოხდება, მაგრამ იმაზე მეტი, რაც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა იყოს.

გასულ წელს უფრო ვერ დავიკვეხნიდით ორეტაპიანი ტენდერების რიცხვით. ახლა უფრო მეტია და დღითიდღე იმატებს. პროცესი რთულია, კრიტერიუმებია კონკრეტული, ქულების მინიჭებაა და ცოტა გაუჭირდათ შემსყიდველ ორგანიზაციებს ამის ათვისება“,- აცხადებს ლევან რაზმაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თავად ტენდერში მონაწილე კომპანიებმა დააყენონ ხშირად საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ არ ცხადდება ორეტაპიანი ტენდერი ამა თუ იმ შესყიდვაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები