მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შესყიდვების წლიური გეგმები უწყებებს ფორმალურად აქვთ შედგენილი"

5b4702d0bf887
თამუნა დემეტრაშვილი
12.07.18 11:24
601
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2017 წლის 15 ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციის წლიური გეგმები გააანალიზა და დაასკვნა, რომ ასეთი გეგმები ფორმალურადაა შედგენილი და მათზე დაყრდნობით მომწოდებლისთვის შუძლებელია ტენდერებში მონაწილეობის დაგეგმვა.

"გამჭვირვალობა საქართველოს“ დასკვნით მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე ის, რომ წლის განმავლობაში შესყიდვების გეგმებში უამრავი ცვლილება შედის.
"ჩვენ შევისწავლეთ 2017 წლის 15 ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციის წლიური გეგმები და აღმოჩნდა, რომ თავდაპირველ გეგმებში შეტანილი შესყიდვების დაახლოებით 52% განიცდის კორექტირებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წლის განმავლობაში დაგეგმილი შესყიდვების 77%-ში (407-დან 313-ში) შეიტანა ცვლილება, რაც TI-ის დასკვნით იმასაზე მიუთითებს, რომ გეგმა ფორმალურად არსებობდა და სამინისტრო მისი მიხედვით არ ხელმძღვანელობდა. რაც შეეხება სხვა უწყებებს, შემოსავლების სამსახურის შესყიდვების გეგმის 76%-ში შევიდა ცვლილება, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" შემთხვევაში- 75%-ში, ბათუმის მერიის შემთხვევაში-65%-ში და ა.შ.

"არასათანადოდ მომზადებული და მრავალჯერ შეცვლილი შესყიდვის გეგმები არის ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ხშირ შემთხვევაში, ტენდერების გამოცხადება მაქსიმალურად შევიწროებულ ვადებში ხდება, რაც არშემდგარი ან/და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერების მაღალ წილში გამოიხატება. 2017 წელს გამოცხადებული ტენდერების 18% არ შედგა, ხოლო 6% უარყოფითი შედეგით დასრულდა. არშემდგარი ტენდერები მომავალში ხდება პირდაპირი შესყიდვების ერთ-ერთი მიზეზი, შესყიდვის არასასურველი ფორმაა, რადგან კორუფციის რისკი მაღალია“-ნათქვამია დასკვნაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები